შალვა პაპუაშვილი ჩილეს წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ჩილეს წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩილეს რესპუბლიკის ეროვნული კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტს კლაუდია მიქსს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩილეს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, აგრეთვე, საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოზე.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში უკვე ჩამოყალიბდა ჩილეს რესპუბლიკასთან მეგობრობის ჯგუფი და იმედი გამოთქვა, რომ ჩილეს პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი უახლოეს მომავალში შედგება.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ჩილეს რესპუბლიკის მხრიდან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის პირველად მხარდაჭერისთვის.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.