შალვა პაპუაშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება, პროფესიული ნიშნით არჩეული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული
შალვა პაპუაშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება, პროფესიული ნიშნით არჩეული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება – პროფესიული ნიშნით არჩეული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ ცესკო-ს თავმჯდომარე საკუთარ უფლებამოსილებას ვერ შეასრულებს, ამას ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული თავმჯდომარე შეასრულებს.

„საბოლოო ჯამში, ამ პაკეტით ვიღებთ ერთი მხრივ ამბიციურ საარჩევნო რეფორმას იმ გაგებით, რაც იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და დამატებით ის საკითხები შევათანხმეთ, რაც საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს. ეს არის უფრო მეტი, ვიდრე შეთანხმებული იყო 19 აპრილს. მიგვაჩნია, რომ მოადგილის საკითხი სამართლებრივად სწორი არ არის, მაგრამ შეთანხმება შეთანხმებაა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.