შალვა პაპუაშვილი ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

შალვა პაპუაშვილმა ანტონ ჰოფრაიტერს გააცნო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და მიმდინარე რეფორმები.

ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გერმანია მიესალმება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და ამ მიმართულებით საქართველოს უნდა ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანული მხარისადმი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გერმანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შედიან ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე.