შალვა პაპუაშვილი - ბუნდესტაგის დელეგაციას საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა, მას ჰქონდა კოლეგებთან საუბრის შესაძლებლობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბუნდესტაგის დელეგაციას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა.
ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.
„თქვენ ხედავთ, რომ მთავრობა და მე ვიმყოფებით ქუთაისში, ხოლო ბუნდესტაგის დელეგაცია იმყოფება თბილისში. ამ დელეგაციას, იცით, რომ შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძე. ესენი არიან ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები. ჩვენი პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა, ასე რომ, მას ჰქონდა შესაძლებლობა კოლეგებთან საუბრის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.