შალვა პაპუაშვილი - ბოლო დღეები ვხედავთ, რომ ჰაერში შეთანხმების სუნი ტრიალებს, უკვე მერამდენედ, როცა შეთანხმება ახლოსაა, იწყებენ მაგიდის ატრიალებას
შალვა პაპუაშვილი - ბოლო დღეები ვხედავთ, რომ ჰაერში შეთანხმების სუნი ტრიალებს, უკვე მერამდენედ, როცა შეთანხმება ახლოსაა, იწყებენ მაგიდის ატრიალებას

რა პასუხისმგებლობაზე და სამშობლოს სიყვარულზეა საუბარი, ერთადერთ მიზნად მოლაპარაკების ჩაშლა რომ გაქვს, ბოლო დღეები ვხედავთ, რომ ჰაერში შეთანხმების სუნი ტრიალებს, უკვე მერამდენედ, როცა შეთანხმება ახლოსაა, იწყებენ მაგიდის ატრიალებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავესლობის დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„მიხვდით, ჰო, რაც ხდება? ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მედიატორობს და შეთანხმების გზებს ეძებს.

შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, დილის პიკეტის მოწყობისთვის, ოპოზიციას ბოდიშები და დაანონსებული აქციების გადადება უწევს. ევროპა მკაცრად აკვირდება, რამდენად კონსტრუქციულია ოპოზიცია დიალოგში და რეაქციებიც არ აყოვნებს.

ბოლო დღეები ვხედავთ, რომ ჰაერში შეთანხმების სუნი ტრიალებს… ჰოდა, ჰოი საოცრებავ, რას აკეთებს ოპოზიცია, ალბათ რიგმა მოუწია და, ამჯერად ლელოს და ტვ პირველის ხელით…

…უკვე მერამდენედ. როცა შეთანხმება ახლოსაა, იწყებენ მაგიდის ატრიალებას. პირველ ჯერზე საკუთარი პარტიის თავმჯდომარეც კი გააქციეს პარტიიდან, ეს ვისთან მქონია საქმეო.

ამ ჯერზე, არ მგონია, გამოუვიდეთ. ევროპის გზავნილი აშკარაა: ან იქცევიან კონსტრუქციულად და პასუხისმგებლიანად, ან რჩებიან სამი ტელევიზიის სტუდიებს შორის მომთაბარე მარგინალებად.

არადა, როგორ ხელის გულზე დევს ყველაფერი… რა პასუხისმგებლობაზე და სამშობლოს სიყვარულზეა საუბარი, ერთადერთ მიზნად მოლაპარაკების ჩაშლა რომ გაქვს. ასე იცის, ხალხის ნაცვლად ბაბლზე რომ მუშაობ.

გამოდით ბაბლიდან, გამოდით… გარეთ მზეა. ცაც, ტელესტუდიებისგან განსხვავებით, უღრუბლო. ხალხს დაენახეთ და ხალხი დაინახეთ. ხუთი წუთი მაინც დაფიქრდით რამეზე ძალაუფლების ხელში ჩაგდების გზების ძიების გარდა“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

 

🤦 მიხვდით, ჰო, რაც ხდება?

🇪🇺 ევროპის საბჭოს პრეზიდენტი მედიატორობს და შეთანხმების გზებს ეძებს.

🇬🇪 🇪🇺 შარლ მიშელთან…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on Saturday, 6 March 2021