შალვა პაპუაშვილი - საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების ბარიერთან დაკავშირებით არანაირი სპეციალური პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს
შალვა პაპუაშვილი - საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების ბარიერთან დაკავშირებით არანაირი სპეციალური პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს

განხილვები იქნება და თუ ვინმეს რაიმე ინიციატივა აქვს, შეუძლია, წარმოადგინოს, მგონია, ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, ბარიერთან დაკავშირებული არანაირი სპეციალური პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს კანონპოექტთან დაკავშირებით, რომელიც საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს.

„ეს სუფთა პრაქტიკული საკითხია. გამოცდილებამ აჩვენა, რომ რესურსის ფუჭად ხარჯვა ხდება, მათ შორის, საბიუჯეტო რესურსის მეორე ტურისთვის, როცა მინიმალური სხვაობის გამო საჭიროა ხელახლა როგორც კომისიების, ასევე სხვა რესურსის დახარჯვა. ამის სტატისტიკაც არსებობს და როცა საკითხი განიხილება, ამას თვითონაც ნახავენ. რაც მთავარია, ეს ძალიან კარგად იცის ოპოზიციამ, რომ ამ ტექნიკურ შემოთავაზებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს, თუ არადა იქნება ღია მსჯელობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.