შალვა პაპუაშვილი - ბაკურიანის შეხვედრაზე ყველაზე მთავარი კითხვაა, რა ფორმატია ის, სადაც პარტიები, ჟურნალისტები და არასამთავრობოები ხელისუფლების შეცვლის მეთოდებზე მსჯელობენ
შალვა პაპუაშვილი - ბაკურიანის შეხვედრაზე ყველაზე მთავარი კითხვაა, რა ფორმატია ის, სადაც პარტიები, ჟურნალისტები და არასამთავრობოები ხელისუფლების შეცვლის მეთოდებზე მსჯელობენ

ზღვარი ზოგიერთ პარტიას, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ზოგიერთ მედიას შორის არის წაშლილი, ეს არის ყველაზე ცუდი ჩვენი დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბაკურიანში მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრას ეხებოდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ შეხვედრაზე ყველაზე მთავარი კითხვაა, რა ფორმატია ის, სადაც პარტიები, ჟურნალისტები და არასამთავრობოები ერთად სხედან და ხელისუფლების შეცვლის მეთოდებზე მსჯელობენ.

„ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, ეს ადასტურებს, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ სამწუხაროდ, ზღვარი ზოგიერთ პარტიას, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ზოგიერთ მედიას შორის არის წაშლილი, ეს არის ყველაზე ცუდი ჩვენი დემოკრატიისთვის, რომ სხვადასხვა სექტორი ასე არეულია ერთმანეთში და ვეღარ ვარკვევთ, იქ მედია არის პარტია, პარტია მედია, NGO პარტია თუ პირიქით. ამ ზღვარის წაშლა ამ ღონისძიების ყველაზე ცუდი ვიზუალური ნაწილია, რაც ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.