შალვა პაპუაშვილი - შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა, ამ დანაკარგს თითოეული ჩვენგანი განიცდის
შალვა პაპუაშვილი - შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა, ამ დანაკარგს თითოეული ჩვენგანი განიცდის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბაღდათის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამ დანაკარგს თითოეული ჩვენგანი განიცდის.

ჩვენი გმირი მაშველები თავს არ ზოგავენ ძებნა-შველის ოპერაციაში. ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია ოთხი ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება ხუთი პირის სამძებრო სამუშაოები.