შალვა პაპუაშვილი - ათი წელია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალაუფლების დაბრუნებას სხვადასხვა გადაჯგუფებით ცდილობენ, საზოგადოების პასუხია, რომ მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის
როდესაც საუბარია ეროვნულ მოძრაობაზე და შემდეგ მის გადადებაზე, გადადებული ეროვნული მოძრაობა თავისთავად აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა რაიმე იდეებთან, არამედ პოლიტიკურ პროექტებთან, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახით ხორციელდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „არ არსებობს სამი პარტიის ცალკე გაერთიანება და არც „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ერთი ჯგუფი“.
„ასეთი სახის გაერთიანება არ არის პირველი, ხან ერთ ფორმაციაშია, ხან მეორეში. სინამდვილე ისაა, რომ არ არსებობს სამი პარტიის ცალკე გაერთიანება და არც „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ერთი ჯგუფი. ეს ადამიანები „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერები არიან. შესაბამისად, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც ეფუძნება ძალადობას. ათი წელია, ძალაუფლების დაბრუნებას სხვადასხვა გადაჯგუფებით ცდილობენ, საზოგადოების პასუხია, რომ მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.