შალვა პაპუაშვილი - ასოცირების ხელშეკრულებამ წარმატებულად წარმოაჩინა საქართველოს ევროპიზაციის პოტენციალი და ურთიერთობები გადაიყვანა ხარისხობრივად ახალ დონეზე
ასოცირების ხელშეკრულებამ წარმატებულად წარმოაჩინა საქართველოს ევროპიზაციის პოტენციალი, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობები გადაიყვანა ხარისხობრივად ახალ დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორ პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების ხელშეკრულებას რვა წლის წინ მოაწერეს ხელი.
„ასოცირების ხელშეკრულებამ წარმატებულად წარმოაჩინა საქართველოს ევროპიზაციის პოტენციალი, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობები გადაიყვანა ხარისხობრივად ახალ დონეზე და ხელი შეუწყო, საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესი გადაეყვანა ევროპულ კალაპოტში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.