შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის საელჩოში თუ უნდათ, შეეხონ „ისფედის“ საკითხს, კეთილი ინებონ და ხალხს უთხრან, იცოდა თუ არა USAID-მა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და თუ იცოდა, რატომ მალავდა
„ისფედთან“ დაკავშირებული ქარდი მანიპულაციური და დეზინფორმაციული იყო, მე არ ვურჩევდი აშშ-ის, რომ ამ კუთხით შევიდეს დისკუსიაში, რადგან წაგებული დისკუსიაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, USAID-მა იცოდა, რომ „ისფედი“ ავრცელებდა პარალელური დათვლის ცრუ შედეგებს და ამას მალავდა.
დღემდე, აშშ-ს არ გამოუძიებია, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს, კერძოდ, USAID-ს 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებაზე ხელის დაფარებაში. ჩვენ დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ USAID-მა იცოდა, რომ „ისფედი“ ავრცელებდა პარალელური დათვლის ცრუ შედეგებს და ამას გვიმალავდა. გვიმალავდა, როგორც ხელისუფლებას, ასევე ქართულ საზოგადოებას. ამიტომ, არ ვურჩევდი აშშ-ის ამ კუთხით შესვლას ამ საკითხში. თუ უნდათ შეეხონ „ისფედის“ და პარალელური დათვლის შედეგებს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს უთხრან USAID-მა იცოდა თუ არა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და თუ იცოდა, რატომ მალავდა. ასევე, აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა იცოდა თუ არა ამის შესახებ, ესეც უთხრან საზოგადოებას. ამიტომ ჩვენ ამ მანიპულაციებს ასევ მარტივად ვერ შევხედავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.