შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის გადასაწყვეტია, როგორ უნდათ, მადლობა გადაუხადონ ქვეყანას, რომელიც მათთან ერთად წავიდა ომში
აშშ-ის გადასაწყვეტია, როგორ უნდათ, მადლობა გადაუხადონ ქვეყანას, რომელიც მათთან ერთად წავიდა ომში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ დიდი ძალისხმევა გაიღო ავღანეთში.
„ჩვენ ვნახეთ სავიზო შეზღუდვები აშშ-სგან, ეს მათი ქვეყანაა, ვისაც უნდა, იმას შეუშვებენ, აქ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, საქართველოც არ უშვებს ხოლმე სხვა ქვეყნის ზოგიერთ მოქალაქეს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებიც ყოფილან. მათი გადასაწყვეტია, როგორ უნდათ მადლობა გადაუხადონ ქვეყანას, რომელიც მათთან ერთად წავიდა ომში. ნატო-ს წევრები რომ შტაბში იყვნენ ან საერთოდ არ იყვნენ ავღანეთში, ჩვენ ვიყავით მეოთხე ქვეყანა კონტინგენტით. ასეთი მადლობა თუ არის ქართველი ხალხის მიმართ, ეს მათი გადასაწყვეტია. პრობლემა იმაშია, რომ ოპოზიცია ვიზების გამო გაყიდის ქვეყანას, ოღონდ ამერიკაში ვიზა არ გააუქმონ და საკუთარ ქვეყანას გაყიდის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.