შალვა პაპუაშვილი არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი არქიტექტორის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო.
განუზომელია ის დამსახურება, რომელიც მას ჩვენი დედაქალაქის და მისი ისტორიული იერსახის აღდგენა-შენარჩუნებაში მიუძღვის.
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი გიგას ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.