შალვა პაპუაშვილი - არასერიოზულია ოპონენტების არგუმენტები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის პროცედურებს იწუნებენ
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევა უფრო ინკლუზიური იყო, რადგან კანდიდატების შერჩევაში ჩართული იყვნენ არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ვიდრე თუნდაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არასერიოზულია ოპონენტების არგუმენტები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის პროცედურებს იწუნებენ.
„მოვისმინე შეფასება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ გარკვეული პრეტენზიები გამომდინარე იქიდან, რომ მისი ხელმძღვანელის შერჩევის პროცედურით არ არიან კმაყოფილნი. ყველას შევახსენებ, როგორ ხდება შერჩევა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის – შექმნილი იყო კომისია, რომელშიც შედიოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგნლები, მათ შორის სახალხო დამცელის წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველის წარმომადგენელი, დროში რომ მაინც ყველამ იცოდეს. ამ კომისიამ შეარჩია კანდიდატურები და შემდეგ პრემიერმა დანიშნა შესაბამისი ხელმძღვანელი. იყო აბსოლუტურად ინკლუზიური პროცესი და კანონით გაწერილი პროცესი. ყველას შევახსენებ, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, გენერალური აუდიტორის, რომელიც ახლახან ავირჩიეთ, მისი არჩევის პროცედურა არის შემდეგი, რომ მას ერთპიროვნულად წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე, მე წარვადგინე ყოველგვარი კომისიებისა და რაიმე ჯგუფების გარეშე. პარლმანეტის თავმჯდომარე წარადგენს და პარლამენტი ირჩევს ხმების უბრალო უმრავლესობით. ასე რომ, რა თქმა უნდა, არასერიოზულია არგუმენტი, რომელიც მოჰყავთ ოპონენტებს, თითქოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის პროცედურებს იწუნებენ აუდიტის სამსახურთან შედარებით. პირიქით, თუკი შევადარებთ არჩევის პრინციპს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევა უფრო ინკლუზიურია ამ გადამოსახედიდან – რადგან კანდიდატების შერჩევაში ჩართული არიან არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის წარმომადგენლები – ვიდრე ის არის თუნდაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესში, რომელსაც ერთპიროვნულად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველგვარი კონკურსისა და კომისიების გარეშე, წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე და მე მერგო ეს პატივი ამ შემთხვევაში, და ირჩევს პარლამენტი უბრალო უმრავლესობით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.