შალვა პაპუაშვილი - არაფორმალური მმართველობა თუ იყო, ბიძინა ივანიშვილი პარტიასა და პოლიტიკაში რაღატომ დაბრუნდა? ამ ნაბიჯს შემოაქვს სიცხადე, რომ არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობდა
შალვა პაპუაშვილი - არაფორმალური მმართველობა თუ იყო, ბიძინა ივანიშვილი პარტიასა და პოლიტიკაში რაღატომ დაბრუნდა? ამ ნაბიჯს შემოაქვს სიცხადე, რომ არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტიაში არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობდა, რასაც ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.

პაპუაშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა როცა საჭიროდ ჩათვალა, მმართველობით, პოლიტიკურ ფუნქციაში მიეღო მონაწილეობა, დაბრუნდა კიდეც პოლიტიკაში.

„ბიძინა ივანიშვილმა რაც საჭიროდ ჩათვალა, ის თქვა. მგონი, აქ ჩემი მხრიდან დეტალიზება აღარ არის საჭირო. რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას – რჩევა, კონსულტაცია და ასეთი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არ არის არაფორმალური მმართველობა. თუ არაფორმალური მმართველობა იყო, მაშინ პარტიაში და პოლიტიკაში რაღატომ დაბრუნდა? თავად ეს ფაქტი, ეს ნაბიჯი უკვე აჩვენებს, სიცხადე შემოაქვს ამ საკითხში, რომ არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობდა. მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა საჭიროდ, მმართველობით, პოლიტიკურ ფუნქციაში უნდა შესულიყო, ის დაბრუნდა პოლიტიკაში და არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“  საპატიო თავმჯდომარე იქნება.