შალვა პაპუაშვილი - არაფერი ახალი არ არის რუსეთის პოზიციაში, რომ მას სურს რკინიგზა და არც საქართველოს პოზიციაში, რომ ეს საკითხი არ განიხილება, ესაა მოცემულობა, დანარჩენი ყველაფერი კონსპირაციაა
შალვა პაპუაშვილი - არაფერი ახალი არ არის რუსეთის პოზიციაში, რომ მას სურს რკინიგზა და არც საქართველოს პოზიციაში, რომ ეს საკითხი არ განიხილება, ესაა მოცემულობა, დანარჩენი ყველაფერი კონსპირაციაა

არაფერი ახალი არ არის არც რუსეთის პოზიციაში, რომ მას სურს რკინიგზა და არც საქართველოს პოზიციაში, რომ ეს საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ აფხაზეთში უნდა არსებობდეს სომხეთთან დამაკავშირებელი რკინიგზა და მიმოსვლა აუცილებლად უნდა აღდგეს. ფრენების აღდგენის შემდეგ ამაზე დაიწყო დისკუსია“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლება საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„არაფერი ახალი არ არის არც რუსეთის პოზიციაში, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი არ არის არც საქართველოს პოზიციაში, რომ ეს საკითხი არ განიხილება. ეს არის მოცემულობა, ყველაფერი დანარჩენი კონსპირაციაა. როგორი კონსპირაციაც, ტყუილიც იყო სააკაშვილის წამების საკითხი, როგორი კონსპირაცია, ტყუილიც იყო სანქციების გვერდის ავლის საკითხი, ასეთივე კონსპირაციებია ეს. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პოლიტიკით და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.