შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი და ირაკლი შატაკიშვილი ქართველ და გერმანელ სტუდენტებს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შატაკიშვილი გაცვლითი პროგრამის მონაწილე გერმანელ და ქართველ სტუდენტებს შეხვდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ახალგაზრდებს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის, ქართველ და გერმანელ მეცნიერებს შორის აკადემიური კავშირების, ასევე, გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის შესახებ ესაუბრნენ.
შალვა პაპუაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა და ირაკლი შატაკიშვილმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხეს. სტუდენტები საქართველოს საარჩევნო სისტემით, არჩევნების ჩატარების წესით, პარლამენტის დაკომპლექტებისა და პოლიტიკური პარტიების შესახებ ინფორმაციით დაინტერესდნენ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ორგანიზებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად, კონკურსის საფუძველზე, შეირჩევა ათი სტუდენტი თსუ-დან და ათი სტუდენტი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტიდან.
მონაწილეები, სამეცნიერო ხელმძღვანელების დახმარებით, გერმანულ ენაზე ამუშავებენ კონკრეტულ თემებს სამართლის სხვადასხვა სფეროდან, წარადგენენ პრეზენტაციებს, მართავენ დისკუსიებს, ასევე, ხდება ქართული და გერმანული სამართლებრივი ინსტიტუტების ურთიერთშედარება.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.