შალვა პაპუაშვილი - აღქმები ყოველთვის სპეკულაციებს ეფუძნება, სჯობს, აღქმებს გავემიჯნოთ და ფაქტებს დავეყრდნოთ
შალვა პაპუაშვილი - აღქმები ყოველთვის სპეკულაციებს ეფუძნება, სჯობს, აღქმებს გავემიჯნოთ და ფაქტებს დავეყრდნოთ

აღქმები ყოველთვის სპეკულაციებს ეფუძნება, სჯობს, აღქმებს გავემიჯნოთ და ფაქტებს დავეყრდნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის წერილის საპასუხოდ, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადების შეფასება სთხოვეს.

„იცით, რომ ზოგადად, აღქმების სამყაროს ვეწინააღმდეგები, უფრო მეტად ფაქტები მიყვარს. აღქმები ყოველთვის სპეკულაციებს ეფუძნება ხოლმე, სჯობს, აღქმებს გავემიჯნოთ და დავეყრდნოთ ფაქტებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის მისდამი ღია წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „წერილი ტყუილებით, შეთქმულების თეორიებით იყო სავსე და მისი ბოლომდე წაკითხვაც ვერ შეძლო“.