შალვა პაპუაშვილი - ადამიანს როცა მზაობა აქვს, ჩაიდინოს დანაშაული, მაგრამ არ უნდა ამაზე პასუხი აგოს, ეს არის უტიფრობა
შალვა პაპუაშვილი - ადამიანს როცა მზაობა აქვს, ჩაიდინოს დანაშაული, მაგრამ არ უნდა ამაზე პასუხი აგოს, ეს არის უტიფრობა

ვხედავთ ადამიანს, რომელსაც არ უნდა, საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგოს და ყველანაირ გზას ეძებს, რათა პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, როცა ადამიანს მზაობა აქვს, ჩაიდინოს დანაშაული, მაგრამ არ უნდა ამაზე პასუხი აგოს, ეს არის უტიფრობა.

„ვხედავთ ადამიანს, რომელსაც არ უნდა, საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგოს და ყველანაირ გზას ეძებს, რათა პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს. ეს ორ რამეს ადასტურებს – ეს ამ ადამიანის პოლიტიკური და სამართლებრივი უმწიფრობის მაგალითია. როცა ადამიანს მზაობა აქვს, ჩაიდინოს დანაშაული, მაგრამ არ უნდა ამაზე პასუხი აგოს, ეს არის უტიფრობა. ასევე უტიფრობაა, როცა ადამიანი ნულოვან ტოლერანტობაზე საუბრობდა და მასთან არის ნულოვანი ტოლერანტობა, როგორც სისხლის სამართლის პოლიტიკა იდენტიფიცირებული და ამ დროს თავად არ უნდა ის, რომ პასუხი აგოს საკუთარ დანაშაულზე, რომელიც დადასტურებულია სამი ინსტანციის სასამართლოთი, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.