შალვა პაპუაშვილი - ადამიანები, რომლებიც ამ წუთას პოლიციელს პირბადის გარეშე სახეში ასუნთქებენ, ვითომც არაფერი, თოქშოუებში პატრიოტიზმსა და ევროპულ ღირებულებებზე გაგვესაუბრებიან
შალვა პაპუაშვილი – ადამიანები, რომლებიც ამ წუთას პოლიციელს პირბადის გარეშე სახეში ასუნთქებენ, ვითომც არაფერი, თოქშოუებში პატრიოტიზმსა და ევროპულ ღირებულებებზე გაგვესაუბრებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა დაუმორჩილებლობის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ლოკდაუნის წინააღმდეგ აქციები ევროკავშირის ქვეყნებშიც იმართება და ამაში საქართველო მათ ჰგავს.
„ანტილოკდაუნ აქციები ევროკავშირის ქვეყნებშიც იმართება, ამაში ჩვენ მათ ვგავართ. იქ ამ აქციებს რადიკალი მემარჯვენეები, კონსპირაციის თეორიის მიმდევრები, მეცნიერების უარმყოფელი მარგინალები მართავენ. როგორც ჩანს, ამაშიც ვგავართ, ოღონდ ჩვენები ამ ყველაფრის მერე, ვითომც არაფერი, საღამოს თოქშოუებში დასხდებიან და პატრიოტიზმსა და ევროპულ ღირებულებებზე გაგვესაუბრებიან. აი, ისინი, ამ წუთას პოლიციელს პირპადის გარეშე, სახეში რომ ასუნთქებენ“, – წერს პაპუაშვილი.
სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ აქციას მართავს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას 05:00 საათამდე არ აპირებენ.