შალვა პაპუაშვილი - 8 ნოემბერს არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე, იმედია, სწორედ ამ დღეს დაფასდება საქართველოს მიერ გაწეული შრომა და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ექნება
ჩვენ 8 ნოემბერს ველოდებით ევროკომისიის შეფასებას. 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და ჩვენ აღვნიშნავთ ილიაობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმედი აქვს, რომ სწორედ 8 ნოემბერს დაფასდება შრომა, რომელიც საქართველომ გასწია და ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსი ექნება.
„რაც შეეხება სტატუსის საკითხს. ჩვენ 8 ნოემბერს ველოდებით ევროკომისიის შეფასებას. 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და ჩვენ აღვნიშნავთ ილიაობას. იმედია, ევროკომისიისგან გვექნება პოზიტიური შეფასება და დაფასდება იდეები, რაც მას ჰქონდა და თანამედროვე ევროპულობის ქართული გაგება, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.