შალვა პაპუაშვილი - 26 მაისი ინახავს ერთგულების, თავგანწირვის ხსნოვნას, გავაგრძელებთ ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის ადგილი ევროკავშირშია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 26 მაისი ინახავს ერთგულების, თავგანწირვისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ხსნოვნას.
მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის დამსახურებული ადგილი ევროკავშირშია.
„26 მაისი ინახავს ერთგულების, თავგანწირვისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ხსნოვნას. ეს არის ის, რაც აერთიანებს ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა ჩვენი მოქალაქის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ჩვენ გავაგრძელებთ ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის დამსახურებული ადგილი ევროკავშირშია. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.