შალვა პაპუაშვილი - 2008 წლის ომის შემდეგ, ექვსი წლის განმავლობაში ნატო-ს არცერთი ქვეყანა არ აძლევდა იარაღს საქართველოს, „ნაცმოძრაობა“ ამას მალავდა და ხალხმა არ იცოდა, რომ ომგამოვლილი ქვეყანა სანქციის ქვეშ იყო
შალვა პაპუაშვილი - 2008 წლის ომის შემდეგ, ექვსი წლის განმავლობაში ნატო-ს არცერთი ქვეყანა არ აძლევდა იარაღს საქართველოს, „ნაცმოძრაობა“ ამას მალავდა და ხალხმა არ იცოდა, რომ ომგამოვლილი ქვეყანა სანქციის ქვეშ იყო

ნატო-ს ჯარები როდესაც ავღანეთიდან გამოდიოდნენ, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო ამ ჯარების სწრაფი გამოყვანა ავღანეთიდან, მაშინ საქართველომ გადამწყვეტი როლი შეასრულა. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაყინოს 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა.

როგორც მან აღნიშნა, 2008 წელს, როდესაც ჩვენთვის დამანგრეველი ომი იყო, ამ ომის შემდეგ ომგამოვლილ ქვეყანას ექვსი წელი ნატო-ს არცერთი ქვეყანა იარაღს არ აძლევდა, არათუ ჩუქნიდა, მოყიდვაზეც კი აკრძალვა ჰქონდათ დაწესებული.

პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მალავდა ფაქტს, რომ ომგამოვლილი ქვეყანა სანქციის ქვეშ იყო.

„ქართულმა ჯარმა, პარტნიორებთან ერთად, არაერთხელ ისახელა თავი სხვადასხვა ცხელ წერტილში. მაშინ როდესაც ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა იყო წარმოდგენილი რამდენიმე ათეულით ან რამდენიმე ჯარისკაცით ავღანეთში, საქართველოს თავდაცვის ძალები, აშშ-ის, გერმანიისა და იტალიის შემდეგ, ავღანეთში თავისი შემდგენლობით იყო მეოთხე და ასრულებდნენ ურთულეს მისისებს. მაშინ, როდესაც ნატოს ჯარები ავღანეთიდან გამოდიოდნენ, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო ამ ჯარების სწრაფი გამოყვანა ავღანეთიდან, მაშინ საქართველომ გადამწყვეტი როლი შეასრულა. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. თავდაცვის ძალები, პირველ ყოვლისა, ჩვენი ინტერესის სფეროა და ეს ფაქტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს საკუთარი ქვეყნის მშვიდობაზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ესეც ჩვენთვის გარკვეული გაკვეთილი და გამოცდილებაა. 2008 წელს, როდესაც ჩვენთვის დამანგრეველი ომი იყო, ამ ომის შემდეგ ომგამოვლილ ქვეყანას ექვსი წელი ნატო-ს არცერთი ქვეყანა იარაღს არ აძლევდა. არათუ ჩუქნიდა, მოყიდვაზეც კი აკრძალვა ჰქონდათ. იმ დროს „ნაციონალური მოძრაობა“ ამას მალავდა და საზოგადოებამ არ იცოდა, რომ ომგამოვლილი ქვეყანა სანქციის ქვეშ იყო. ეს იმ ფონზე, როდესაც აგვისტოს ომის შემდეგ დაღუპული მოქალაქეების წლისთავიც არ იყო გასული, როდესაც ექვსი თვის თავზე რუსეთთან გადატვირთვა გამოცხადდა. 2010 წლის მაისში წითელ მოედანზე ამერიკელი, ბრიტანელი, ფრანგი, უკრაინელი და მოლდოველი ჯარისკაცები აღლუმს აბარებდნენ რუსეთის პრეზიდენტს. ჩვენ ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ ხოლმე და ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არავინ დააყენებს. ამიტომ, ჩვენ არც სხვების ინტერესი უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესზე მაღლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.