შალვა პაპუაშვილი - 2007 წლის 7 ნოემბერი იყო მაშინდელ საქართველოში დამყარებული ავტორიტარიზმის გამოვლენა, გვახსოვს, სააკაშვილის დამყარებულ რეჟიმს გარედან მხარს უჭერდნენ
2007 წლის 7 ნოემბერი იყო მაშინდელ საქართველოში დამყარებული ავტორიტარიზმის გამოვლენა. გვახსოვს, სააკაშვილის დამყარებულ რეჟიმს გარედან მხარს უჭერდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანს როდესაც ღირებულება არ აქვს, ვერ იაზრებს, რომ პასუხისმგებლობა ტვირთია.
„2007 წლის 7 ნოემბერი იყო გამოვლენა იმ ავტორიტარიზმისა, რომელიც მაშინ საქართველოში იყო დამყარებული, გვახსოვს ჩვენ, გარედან როგორი იყო მხარდაჭერა იმ რეჟიმის მიმართ, რომელიც მაშინ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა დამყარებული. როცა ადამიანს არ აქვს არანაირი ღირებულება, ვერც იმას იაზრებს, რომ ეს პასუხისმგებლობა ტვირთია და ის უნდა ატაროს. მათთვის ეს ყველაფერი ნაწილია იმ ხელისუფლების ინსტრუმენტებისა, რომლებიც ბუნებრივია. ამიტომაც ვამბობდით, ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ დაუბრუნონ, ზუსტად იმავეს გაიმეორებენ, რაც 7 ნოემბერს დაატრიალეს თბილისში და ბათუმში; ზუსტად იმავეს გააკეთებენ, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო, წამების სისტემები, ბიზნესის რეკეტი, ადამიანებისთვის ღირსების და უფლებების აყრა, აი, ზუსტად ეს რეჟიმი დამყარდებოდა საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.