შალვა პაპუაშვილი - 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შესვლა ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ეთანხმება დეპოლარიზაციას, ეს არის კოჭლი შემოსვლა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მანდატების გამოყენება შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს მათივე ამომრჩევლისთვის, თუმცა პარლამენტარიზმს ამით რაიმე არ შეემატება.
მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შესვლა ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ეთანხმება დეპოლარიზაციას, თანამშრომლობას, დემოკრატიულ თანაცხოვრებას.
„მათ მიერ მანდატების გამოყენება მნიშვნელოვანია მათი ამომრჩევლისთვის, შეიძლება, მათი ეს ნაბიჯი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ არ მგონია, პარლამენტარიზმს რაიმე შემატოს. ეს არის კოჭლი შემოსვლა, რადგან ისე შემოდიან, ხელს არ აწერენ 19 აპრილის შეთანხმებას, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ეთანხმებიან დეპოლარიზაციას, თანამშრომლობას, დემოკრატიულ თანაცხოვრებას. ეს არის კოჭლი შემოსვლა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.