შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ორგანიზაცია, აღარ არსებობს, ამ ჩამქრალ ნაკვერჩხალს გარედან უბერავენ სულს სააკაშვილის თემით
„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ორგანიზაცია, აღარ არსებობს. ერთადერთი, გარკვეულწილად გარედან უბერავენ სულს ამ ჩამქრალ ნაკვერჩხალს მიხეილ სააკაშვილის თემით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სხვა სალაპარაკო თემაც კი არ აქვთ.
„ვატყობ, მათაც მობეზრებული აქვთ ეს საკითხი. გარედან არის ყველა ეს ინიციატივა. მილიონ დოლარზე მეტი დახარჯული ფული სწორედ ამას ხმარდება, სული შეუბერონ „ნაციონალური მოძრაობის“ სულ ჩამწვარ ნაკვერჩხალს და რაღაცნაირად გარედან აცოცხლონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.