შალვა ნათელაშვილმა ბათუმში მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა
შალვა ნათელაშვილმა ბათუმში მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს ბათუმში მხარდამჭერებს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატისთვის ბათუმის ოლქში „ლეიბორისტული პარტიიდან“ ზურაბ ლომია იბრძოლებს, მაღალმთიან აჭარაში კი უშანგი ცეცხლაძე.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმის ოლქში ტარიელ კალანდარიშვილი, ქობულეთში კი მირიან ბერაძე იქნება.

ნათელაშვილმა ევროპის მოედანზე შეკრებილ ამომრჩევლებს პარტიის პროგრამაზე ესაუბრა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„აჭარლებს ვერაფერი დააკლეს შაჰ-აბასებმა და სულთნებმა, ვერც ეს კორონა შეაშინებს, რადგან მოსაშორებელია მთავარი კორონა ამ ხელისუფლების სახით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.