შალვა ნათელაშვილი - სააკაშვილი ოპოზიციის ერთიანობას ვერ შეაფერხებს
შალვა ნათელაშვილი - სააკაშვილი ოპოზიციის ერთიანობას ვერ შეაფერხებს

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა არ არის მთავარი სტრატეგიული თემა მიმდინარე დღის წესრიგში, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, მოვაშთოთ და დავამთავროთ ივანიშვილის რეჟიმი, რის შემდეგაც ვისაც თავის სამშობლოში ჩამოსვლა უნდა ჩამოვა და არ გახდება საჭირო დიდი მკითხაობა და ვაგჰხანალია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შესაძლო ჩამოსვლაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ოპოზიციის ერთიანობას ვერ შეაფერხებს.

„ერთობას დაშლა არ უწერია, სანამ არ გავისტუმრებთ პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ბიძინა ივანიშვილს. ვერანაირი სააკაშვილი და სულ რომ გაცოცხლდნენ ის პირები, რომლებიც ხელის შემშლელად შეიძლება ჩაითვალოს ამ ფორმატის, ამ საქმეს ვერ შეაფერხებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის რჩება პოლიტიკურ ტექნოლოგად და ახლა მისი სურვილია, თუ ყველა ოპოზიციური პარტია ერთსულოვნად მოითხოვს ექსპრეზიდენტის დაბრუნებას, მაშინ მან დააბრალოს ამ პარტიებს და არა თავის თავს. ეს არის ტექნიკური ნაბიჯი. ბარამიძის ამომრჩეველიც, „ლეიბორისტების“, სხვა პარტიების, დადიან აქციებზე არ იმიტომ, რომ რომელიმე ლიდერისგან მესია გამოაქანდაკონ, არამედ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გაისტუმრონ. ეს არის მოსვლის მთავარი მიზანი და დანარჩენი ნათქვამია – „ზოგს მღვდელი უყვარს და ზოგს ფოფოდია“, ზოგს ერთი ლიდერი უყვარს, ზოგს მეორე. ვერ გაიგებ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.