შალვა ნათელაშვილი - ყოველგვარი გაერთიანება არის მანიპულაცია, როგორმე 2024 წლამდე გაჭირვებული სული მიიტანონ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, მერე კი, რაღაც ახალი გაუჩალიჩონ ქვეყანას
ყოველგვარი გაერთიანება არის მანიპულაცია, რათა 2024 წლამდე როგორმე თავიანთი გაჭირვებული სული მიიტანონ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, და მერე კიდევ რაღაც ახალი გაუჩალიჩონ ქვეყანას, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არ ფლობს ინფორმაციას „ლელოს“, „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანების შესახებ.
„ჩვენ არ ვფლობთ რაიმე ინფორმაციას პარტიათა გაერთიანებაზე. კვლავ ვთხოვთ კოლეგა ოპოზიციონერებს, ვინც თავს მიიჩნევს რეჟიმის მოწინააღმდეგედ, დატოვოს დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელსაც ბედის დაცინვით ჰქვია პარლამენტი. სადაც შესვლის გამო ივანიშვილის რეჟიმი ხანგრძლივდება. ამის შემდეგ გაერთიანებას და თანამშრომლობას წინ არაფერი დაუდგება. სხვა შემთხვევაში, ყოველგვარი გაერთიანებები არის მანიპულაცია, რათა 2024 წლამდე როგორმე თავიანთი გაჭირვებული სული მიიტანონ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ და მერე კიდევ რაღაც ახალი გაუჩალიჩონ ქვეყანას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.