შალვა ნათელაშვილი ვაშაძე-ჯაფარიძეზე - გრძელი ენები რომ აბიათ ახლა, საელჩოს ეზოში ჭორიკანა ქალებივით ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, როგორ შესულიყვნენ პარლამენტში
ვინც დღეს გვიწვევს ახალ ბლოკში, ორი ბატონი და ერთი ქალბატონი, ესენი იყვნენ დიდი ეროვნული გაერთიანების დაშლის ინიციატორები, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გაერთიანების შესახებ გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ინციატივაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, თავის დროზე სწორედ ვაშაძე და ჯაფარიძე იყვნენ ოპოზიციური გაერთიანების დაშლის ინიციატორები.
„მე არ დამავიწყდება ამერიკის ელჩთან მათი ქცევა, რა იმედით უყურებდა ამერიკის ელჩი, რომ პარლამენტში შევიდოდნენ და შეუძღვებოდნენ ოპოზიციას, აი, ამ ორ სუბიექტს, გრძელი ენები რომ აბიათ ახლა. არ დამავიწყდება არც ის, როგორ გადიოდნენ საელჩოს ბაღში და ჭორიკანა ქალებივით ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ ყურში, როგორ შესულიყვნენ პარლამენტში“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.