შალვა ნათელაშვილი - სწორედ ბატონი რიკერი გვარწმუნებდა, შევსულიყავით პარლამენტში
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოედგილე ფილიპ რიკერის გიორგი გახარიასთვის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნის მისალოც წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„აო სწორედ ეს ბატონი გვარწმუნებდა ოპოზიციას, რომ შევსულიყავით პარლამენტში“, – წერს შალვა ნათელაშვილი.
ფილიპ რიკერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა გუშინ მიულოცა და არსებული პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქვა.