შალვა ნათელაშვილი - ასე აჯილდოებდა პარიზი 1990-იან წლებში ცენტრალური აფრიკის დიქტატორ ბოკასას, რომელიც ასევე მათი მოქალაქე იყო და შემდგომში კაციჭამია გამოდგა
სწორედ ასე აჯილდოვებდა პარიზი 1990-იან წლებში ცენტრალური აფრიკის დიქტატორ იმპერატორ ბოკასას, რომელიც ასევე მათი მოქალაქე იყო და რომელიც შემდგომში კაციჭამია გამოდგა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შალვა ნათელაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ, ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას ეხმაურება.
„ესაა ქართველი ხალხის ფეხზე დაკიდება. ამაშიც ჩვენგან მოპარული მილიონებია გადახდილი. ეტყობა საფრანგეთის პრეზიდენტს ცუდი მრჩევლები ყავს. თუმცა მთლად საკვირველიც არაა, სწორედ ასე აჯილდოვებდა პარიზი 90-იან წლებში ცენტრალური აფრიკის დიქტატორ იმპერატორ ბოკასას, რომელიც ასევე მათი მოქალაქე იყო და რომელიც შემდგომში კაციჭამია გამოდგა პირდაპირი გაგებით. სანამ ასეთ ჩვენი ერისთვის შეურაცხმყოფელ და ტირანის გადასარჩენ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბატონ მაკრონს ერჩივნა ეკითხა პუტინისათვის, თუ რატომ არ სრულდება 2008 წლის ხელშეკრულება, დადებული საფრანგეთის შუამავლობით, საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, რომლის შესრულებაზეც სწორედ პარიზია პასუხისმგებელი“, – წერს შალვა ნათელაშვილი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქათველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა.