შალვა ნათელაშვილი - სააკაშვილმა ჩემი ჯაშუშობის შესახებ ინფორმაცია ივანიშვილის დავალებით გაავრცელა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შალვა ნათელაშვილის სარჩელის განხილვა განახლდა.
„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი „ქართული ოცნების” დამფუძნებელს ღირსების შელახვისთვის უჩივის და სიმბოლურად 1 ლარის გადახდას მოითხოვს.
როგორც ნათელაშვილი აცხადებს, საქმე ეხება ივანიშვილის მიერ 2016 წელს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის მას ჯაშუშს უწოდებს.
სასამართლო სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი დაინტერსდა, 2007 წელს იყო თუ არა ნათელაშვილი ჯაშუშად გამოცხადებული, რაზეც „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა უპასუხა, რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია და ის ივანიშვილის დავალებით სააკაშვილმა გაავრცელა კონტროლირებადი ტელევიზიებით.
შალვა ნათელაშვილი პროცესზე ივანიშვილის დასწრება ითხოვს.