შალვა ნათელაშვილი - როცა ახალგაზრდებს არბევენ და აპატიმრებენ, ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა
როცა ახალგაზრდებს არბევენ და აპატიმრებენ, ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა, სახლში არ დაჯდებოდა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მალე როლები შეიცვლება და დამჭერნი დასაჭერები გახდებიან.
„ასეთია ისტორიული კანონზომიერება“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დღეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ სუს-ის შენობაზე ბოქლომის დადება სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
სამართალდამცველის თქმით, აქციის მონაწილეები არაერთხელ გააფრთხილეს, არ მოეხდინათ გზისა და შენობაში შესასვლელის ბლოკირება, თუმცა მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. აქციაზე შვიდი პირი დააკავეს, მათ შორის შალვა ნათელაშვილის შვილი.