შალვა ნათელაშვილი - ქველმოქმედებაა ყველა მთავრობის მიერ გამოკვებილი, გამოზრდილი და გამომაძღარი ე.წ. მსახიობების, ჩემპიონების, მლიქვნელების დახმარება?
ქველმოქმედებაა ყველა მთავრობის მიერ გამოკვებილი, გამოზრდილი და გამომაძღარი ე.წ. მსახიობების, ჩემპიონების, მლიქვნელების დახმარება? – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე საუბრისას აღნიშნა.
როგორც შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ქველმოქმედებაა, როცა უპატრონოს ეხმარები.
„ქველმოქმედებაა ყველა მთავრობის მიერ გამოკვებილი, გამოზრდილი და გამომაძღარი ე.წ. მსახიობების, ჩემპიონების მლიქვნელების დახმარება? ქველმოქმედებაა, როცა უპატრონოს ეხმარები, როცა ჩააკითხავ მთის სოფელში ერთადერთ დარჩენილ მოხუცს, კატას რომ ეფერება და დამლაპარაკებელიც რომ არ ჰყავს არავინ და ერთ ტომარა ფქვილს ჩაუტან. როდესაც მიხვალ რომელიღაც სოფლის ტაძარში და ნახავ, ახალგაზრდა წყვილი ჯვარს იწერს და ერთი 100 დოლარს მაინც ჩაუდებ ჯიბეში. მე პირადად გამიკეთებია ეს და ახლა აღრიცხვას ხომ არ გავაკეთებ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.