შალვა ნათელაშვილი - „ქართული ოცნების“ აქტივის გამოცხადება პარლამენტში არ ნიშნავს, რომ პარლამენტი შედგა, პარლამენტში უნდა იჯდეს ოპოზიცია
„ქართული ოცნების“ აქტივის გამოცხადება პარლამენტში არ ნიშნავს, რომ პარლამენტი შედგა, პარლამენტში უნდა იჯდეს ოპოზიცია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის პარლამენტის სხდომაზე დაუსწრებლობა იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს.
„ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს პარლამენტი, არჩევნები გაყალბდა, ძალაუფლება მითვისებულია, უზურპირებულია და ის აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს მშვიდობიან ცვლილებებს. მოვითხოვთ ახალ არჩევნებს, რომლითაც მიღებული იქნება რეალური, ეფექტური ხელისუფლება, რათა დაცული იქნას ქვეყნის უსაფრთხოება და გარანტირებული მისი მომავალი. „ქართული ოცნების“ აქტივის გამოცხადება პარლამენტში არ ნიშნავს, რომ პარლამენტი შედგა. პარლამენტში უნდა იჯდეს ოპოზიცია, ის რვა პარტია, რომელიც აირჩია ხალხმა, რადგან ეს ასე არ მოხდა, ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.