„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ნამდვილად დადგა ისტორიული პოლიტიკური გაზაფხული.
შალვა ნათელაშვილი განარტავს, რომ ქართველი ხალხის, ახალგაზრდობის თავდადებულმა ბრძოლამ, ოპიზიციური პოლიტიკური სპექტრის უპრეცედენტო ერთიანობამ და სტრატეგიული დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერამ მოიტანა ის, რომ ხელისუფლება პროპორციული არჩვენების მიმართულებით წავიდა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ქაჯეთის ციხე დაინგრევა, ქართველი ხალხი გათავისუფლდება, ხელისუფლება მშვიდობიანად, საარჩევნო გზებით შეიცვლება და შესრულდება ის, რისთვისაც მთელი ერი ფაქტობრივად ბარიკადებზე იყო გამოსული. მინდა, ყველას მივულოცო ეს. თუმცა არ გვავიწყდება, რომ მოჭრილი შხამიანი გველის თავიც ინსტიქტურად რამდენიმე ხანს კიდევ იკბინება. შესაბამისად, ჩვენ მზად ვრთ იმ თავის გასასრესად, თუ დააღებს პირს კიდევ დასაკბენად, ამის გარანტიას ვაძლევთ რეჟიმს. აღნიშნული მიზნით ოპიზიციური საკონსულტაციო ფორმატი შენარჩუნებული და გაძლიერებული იქნება, თანაშრომლობა მაჟორიტარულ ბლოკებზე იქნება განხორიცელებული და ჩაიყრება საფუძველი იმისა, რომ ქვეყანა კი არ მართოს, რამედ ქვეყანას კოალიციური მთავრობა ემსახუროს“,- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გუშინ, 8 მარტს, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.