შალვა ნათელაშვილი - ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემა იქნება კოლექტიური თვითმკვლელობა ციურ ბადეთა თანავარსკვლავედზე
შალვა ნათელაშვილი - ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემა იქნება კოლექტიური თვითმკვლელობა ციურ ბადეთა თანავარსკვლავედზე

ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემა ეს იქნება კოლექტიური თვითმკვლელობა ციურ ბადეთა თანავარსკვლავედზე, როგორც ეს ცნობილი იაპონური პიესა გვასწავლის, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიას დაპატიმრებას, მაშინ ხელისუფლების დამხობის პროცესი დაჩქარდება.

„ქოცხროვას აქვთ საკუთარი გვამის უდიდესი სიყვარული და ამის გამო არ გაწირავენ თავის პოლიტიკურ კარიერას, რომელსაც ისედაც მოკლე დრო დარჩა. თუ თვითმკვლელობის მანია შეეყარათ, მხარს დაუჭრენ, მაგრამ არამგონია, ასე დაავადდეს უმრავლესობა. თუ მხარს დაუჭერენ, მაშინ ხელისუფლების დამხობის პროცესი დაჩქარდება. საკმარისია ახლა რეჟიმმა დააპატიმროს თუნდაც საშუალო დონის ოპოზიციის ლიდერი, აღარ ვსაუბრობ მთავარ პოლიტიკურ ძალებზე და მათი ხელისუფლების მსხვრევა დაჩქარდება კატასტროფული ტემპებით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.