შალვა ნათელაშვილი - მე თუ მკითხავთ, ვიქნები მაჟორიტარი, მაგრამ ვნახოთ, შევათანხმებთ კოლეგებთან
შალვა ნათელაშვილი - მე თუ მკითხავთ, ვიქნები მაჟორიტარი, მაგრამ ვნახოთ, შევათანხმებთ კოლეგებთან

მაჟორიტარულ ბლოკზე შეთანხმებულნი ვართ, რომ ეს იქნება ერთიანი ფრონტი, ერთმანეთის მაჟორიტარებს დავუჭერთ მხარს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი, იქნება თუ არა თავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

„აქ წარმოდგენილი პარტიებიდან ზოგი კოალიციას და ბლოკს გააკეთებს, როგორც ხდება ხოლმე არჩევნების წინ. ჩვენ, როგორც წესი დამოუკიდებელი პარტიის სახით ვმოქმედებთ. მაჟორიტარულ ბლოკზე შეთანხმებულნი ვართ, რომ ეს იქნება ერთიანი ფრონტი. ერთმანეთის მაჟორიტარებს დავუჭერთ მხარს და არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ მაჟორიტარების დარჩენილი 30 ადგილით სასუნთქი არხი გაიხსნას. ვიქნები თუ არა მე მაჟორიტარი, მე თუ მკითხავთ, კი. მაგრამ ვნახოთ, შევათანხმებთ კოლეგებთან. თუ მე ვინმეს ხელს შევუშლი, პრობლემა არ იქნება, მხარს დავუჭერ იმ საერთო ინტერესებს და მიზანს რომელიც გვაერთიანებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. მისივე თქმით არც ის არის გადაწყვეტილი, თუ სად შეიძლება წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა, თბილისში თუ დუშეთში.