შალვა ნათელაშვილი - „ლეიბორისტული პარტიის“ საარჩევნო სიას ამ დღეებში წარვადგენთ
„ლეიბორისტული პარტია“ საარჩევნო სიას უახლოეს დღეებში წარადგენს. როგორც პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებამ საარჩევნო სიის რეგისტრაციის პროცედურები განზრახ გაართულა.
„ამ დღეებში წრავადგენთ, სანამ ვადა გავა. ხელისუფლებამ სავსებით შეგნებულად, პროვოკაციულად და დანაშაულებრივად მოახდინა სიიის წარსადგენი პროცედურების იმ დონეზე ბიუროკრატიზაცია, რომ ბევრი პარტია სიას ვერ წარადგენს. სავალდებულო გახადა სიაში შეყვანილი ორასივე კანდიდატისთვის მოშარდვა ნარკოტესტზე და სავალდებული გახადა პოლიიციდან ცნობის აღება“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ამათან, შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულს აფასებს და პირველ ნომრად გიორგი გახარიას დასახელებას ქვეყნის შეურაცხყოფას უწოდებს.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა საარჩევნო სიის მოწინავე ადგილებზე ჯალათები წარადგინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მორალი და პასუხისმგებლობა არ გააჩნია.
„მმართველმა რეჟიმმა წარსულიდან ვერაფერი ისწავლა. „ქართული ოცნების“ პირველი ოცეული კვლავ 20 ივნისის ჯალათების, ოლიგარქების, ზონდერ სპორტსმენებისა და უსახო ადამიანებისგან შედგება. როგორც ჩანს, ოლიგარქი ივანიშვილი დამარცხებას შეგუებულია და გუდანაბადს ამზადებს გასაქცევად, რაც ერთი მხრივ, მისთვის კარგი იქნება, რადგან ქონების გარკვეული ნაწილი იმ სანქციებს გადაურჩეს, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები მისთვის ამზადებენ.
სიის ლიდერებად ჯალათების ჩაწერა, რომლებმაც ჩვენს შვილებს თვალები დასთხარეს, ქვეყნის შეურაცხყოფაა კიდევ ბევრჯერ და მრავალჯერ. გავიხსენოთ 9 აპრილის ტრაგედია, რომლის შემდეგაც საქართველოს პროსაბჭოური ხელისუფლება, იგრძნეს რა პასუხისმგებლობა, მთლიანად გადადგა. არ გააჩნიათ არანაირი მორალი და პასუხისმგებლობა. ჩაცხრილეს მძინარე მაჩალიკაშვილი, ჩამცხრილავები კი დააწინაურეს.
ესენი არ არიან ახალი სახეები, ესენი არიან ახალი მონები, რომლებიც დიპლომის მიხედვით დაიქირავეს. აიღეს და შეკრიბეს გერმანიაში დამთავრებული კურსდამთავრებულები, რომლებმაც არ იციან ხურმა რა ხილია“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
მისივე განცხადებით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებასა“ ქვეყნის სამართავად არანაირი მორალური და ზნეობრივი რესურსი არ დარჩა.
„ისინი გარდაუვლად მიემართებიან ისტორიულ სანაგვეზე. პერსონალურად კარგად იცნობთ თვალთხარია გახარიას, კაცთმოძულე წულუკიანს, ადამიანთამოძულე კობახიძეს. დანარჩენი სპორტსმენები კიდევ ერთხელ ადასტურებენ იმას, რომ სპორტი ხელისუფლების ზონდერჯგუფებად იქცა.
ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 300 მილიონის წამღები კობიაშვილი მაჟორიტარია გლდანში, ფოთის თევზის სუნით მომწამლავი ხახუბია ისევ მაჟორიტარადაა წარდგენილი, ოდიშარია ასევე მაჟორიტარაადაა წარდგენილი. უნდა შევქმნათ საგამოძიებო ჯგუფი, მინიმუმ 300-კაციანი მათ შორის უნდა იყვნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირები, რომლებმაც უნდა გამოიძიონ ივანიშვილის პირამიდის საქმიანობა. ეს დრო დადგება 31 ოქტომბერს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.