შალვა ნათელაშვილი - ისეთი ბოროტმოქმედი, როგორიც ივანიშვილია, არავინ ყოფილა, არც სააკაშვილი და შევარდნაძე
შალვა ნათელაშვილი - ისეთი ბოროტმოქმედი, როგორიც ივანიშვილია, არავინ ყოფილა, არც სააკაშვილი და შევარდნაძე

დღეს სააკაშვილის ფაქტორიც გამოსაყენებელია ივანიშვილის მოსაცილებლად, რადგან სააკაშვილის პოლიტიკამაც გამოიწვია ამ ავბედითი, ბოროტი კაცის ხელისუფლებაში მოსვლა და ისიც უნდა ჩადგეს ფარვატერში, რომ მოვიცილოთ ერთად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„დღეს ყველაზე საშიში დიქტატორი და მოსაცილებელი მკვლელი ჩემი ქვეყნის არის ივანიშვილი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

კითხვაზე, იყო თუ არა სააკაშვილი დიქტატორი, ნათელაშვილი ამბობს: „ყოველ შემთხვევაში, ისეთი ბოროტმოქმედი, როგორიც ივანიშვილია, არავინ არ ყოფილა, არც სააკაშვილი და შევარდნაძე“.

„ბიძინა, ნუ გიხარია ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა, ეს შენ მაინც არ გიშველის. შენ უკვე სანქცირების კანდიდატი ხარ ვაშინგტონში და შენი საქმე არის პოლიტიკური სამარე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.