შალვა ნათელაშვილი - დისკრიმინაციისთვის მიჩივლა სამმა „ქოცმა“ გაურკვეველი წარმოშობის ე.წ. სახალხო დამცველ ლომჯარიასთან, რომელსაც ერთი სული აქვს, კაცი კაცზე დააქორწინოს
შალვა ნათელაშვილი - დისკრიმინაციისთვის მიჩივლა სამმა „ქოცმა“ გაურკვეველი წარმოშობის ე.წ. სახალხო დამცველ ლომჯარიასთან, რომელსაც ერთი სული აქვს, კაცი კაცზე დააქორწინოს

დისკრიმინაციისთვის მიჩივლა სამმა დედალმა ქოცმა და თანაც მიჩივლეს ვისთან? გაურკვეველი წარმოშობის, ე.წ. სახალხო დამცველ ლომჯარიასთან, რომელსაც ერთი სული აქვს, კაცი კაცზე დააქორწინოს და ამას ხმამაღლა გვიცხადებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„როგორადაც ცნობილია, მავანმა და მავანმა, ტრადიციულად, უცხოეთიდან დათრეული გრანტების ხათრით, პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, პარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირის დამყარება დაისჯება. ეს შეეხება ქორწინებით დაკავშირებულ პარტნიორებსაც. სქესობრივი კავშირის იძულებითი დამყარება ისედაც დასჯადია, მაგრამ ამ ახალი, ბუნდოვანი ნორმის შემოტანამ (კიდევ კარგი წინასწარ ნოტარიუსის თანხმობაც არ ჩაწერეს) შეიძლება სტარტი მისცეს გარკვეულ პირთა ტალანტს დაქორწინებაზე იძულების ან სხვა სიკეთის გამოსაძალად წავიდნენ პროვოკაციაზე. იგივე ოჯახური კონფლიქტით (რაც უხშირესად ხდება) გამწარებულმა ცოლმა შეიძლება იჩივლოს, რომ ქმარმა მასთან ერთი წლის წინ, გამოკვეთილი თანხმობის გარეშე ვალენტინობა ღამეს დაამყარა ასეთი კავშირი. შედეგად ქმარი გაუდგება ციხის რომანტიულ გზას და საჩივრის უკან წაღებაც ვერ უშველის, რადგან ეს დანაშაული სახელმწიფო ბრალდების სფეროა და არა კერძო. ციხეები გადაივსება კაცი პატიმრებით. აქვე ისმება კითხვა——-თუ კაცი დაისჯება მეორე სქესის თანხმობის გარეშე იქნებ ახლა ქალმა დააძალა და მას არ სურდა ეს ?—ამ შემთხვევაში როგორაა გენდერული თანასწორობის საქმე? გამომძიებლად მუშაობის დროს კარგად მახსოვს როგორ შემოჰქონდათ ზოგიერთებს საჩივარი გაუპატიურებაზე და როგორც კი ბიჭი დათანხმდებოდა ცოლად წაყვანას, იმ საჩივარს ნაკუწებად ხევდნენ და რეაქტიული სისწრაფით გარბოდნენ ხელმოსაწერად. მოკლედ მე ეს ყველაფერი გასაგებად დავწერე რამდენიმე თვის წინ ფეისბუქპოსტზე და ჰოი საოცრებავ, დისკრიმინაციისთვის მიჩივლა სამმა დედალმა ქოცმა, სპეცსამსახურის აქტივისტებმა ვინმე—ნუცა მაზანაშვილმა, მაია გელაშვილმა და მარიამ გაბრიჩიძემ და თანაც მიჩივლეს ვისთან??? გაურკვეველი წარმოშობის, ე.წ. სახალხო დამცველ ლომჯარიასთან, რომელსაც ერთი სული აქვს, კაცი კაცზე დააქორწინოს და ამას ხმამაღლა გვიცხადებს და გარდა ამისა, იგი იმ არქიტექტორის ქალიშვილია, რომლის მამამაც გაუშენა ივანიშვილს შეკვეთილში დენდრო-პარკი მთელ საქართველოში დათხრილი ხეების ხარჯზე. არ გამოგივათ ჩემს მიმართ არაფერი, ტყუილად ჯღაბნით რაღაც დასკვნებს. თქვენ აუცილებლად გაგისტუმრებთ, სადაც ჯერ არს. მანამდე კი ამ მთავრობასა და მის ამ აგენტურას ვეკითხები – აღარ გინდათ, რომ კაცმა გაიაროს საქართველოში? ისედაც დაცლილ ქვეყანას, დემოგრაფიულ კატასტროფებს, ოჯახების ტრაგიკულ დანგრევებს უპირისპირებთ იმას, რომ კაცებს თავისი ეროვნული ფუნქციის შესრულებისთვის საწოლში სისხლის სამართლის კოდექსს უდებთ? ფუი თქვენი მართლა“,- წერს ნათელაშვილი.