შალვა ნათელაშვილი - დღეს სახლში დარჩენა საუკუნოვანი დანაშაულის ტოლფასია, არ დავიტოვოთ სანანებლად, რომ შეგვეძლო, შეგვეშველებინა ჩვენი ხმა დიდი დიდგორისთვის
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ ისტორიულ დღეს სახლში დარჩენა დანაშაულის ტოლფასია.
„ისტორიული დღეა, სახლში დარჩენა საუკუნოვანი დანაშაულის ტოლფასია. ამიტომ ყველა უბნებზე და ყველა გავხდეთ დღევანდელი დიდი გამარჯვების თანამონაწილე, არ დავიტოვოთ სანანებლად, რომ შეგვეძლო, შეგვეშველებინა ჩვენი ხმა დიდი დიდგორისთვის, რომელიც დღეს იმართება ჩვენს ქვეყანაში, ყველა უბნებზე და საღამოს სხვა საქართველოში შევაბიჯებთ.
მაღალი აქტივობა ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები გრძნობენ პასუხისმგებლობას თავისი ქვეყნის მომავალზე, საკუთარ შვილებზე და საკუთარ ბედ-იღბალზე. მაღალი აქტივობა რვა საათამდე თუ შენარჩუნდა, დამერწმუნეთ, მოხდება ის, რასაც ჩუმის ნატვრითა ნატრულობს ქართველი, როგორც ილია ამბობდა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 50 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. 30 მაჟორიტარულ ოლქში 50 პოლიტიკური სუბიექტისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ჯამში 500 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული.