შალვა ნათელაშვილი - ჩვენ შევქმნით ვაზისა და მეღვინეობის სამინისტროს
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი გურჯაანის რაიონში, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდა.
შალვა ნათელაშვილმა ადგილობრივების წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. ნათელაშვილი გლეხებს ვაზის სამინისტროს შექმნას დაჰპირდა, რომლის საშუალებითაც, მისივე თქმით, ვაზი, გლეხი და ქვეყანა გადარჩება.
„როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენ შევქმნით ვაზისა და მეღვინეობის სამინისტროს. ყურძნის სახელმწიფო შესყიდვა იქნება სრულად აღდგენილი საბაზრო ფასებით და თანაც დოლარზე იქნება კურსი მიბმული. წავალთ წინ იმ მიმართულებით, რომ საქართველოში ვაზის კულტურა და ინტერესი არასდროს აღარ შეილახოს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.