შალვა ნათელაშვილი - არავითარი სერიოზული საშიშროება კორონავირუსი არ არის, ჩვეულებრივი გრიპია, ოღონდ ახალი სახით, გრიპით მარტო ამერიკაში სეზონზე 53 000 ადამიანი კვდება
შალვა ნათელაშვილი - არავითარი სერიოზული საშიშროება კორონავირუსი არ არის, ჩვეულებრივი გრიპია, ოღონდ ახალი სახით, გრიპით მარტო ამერიკაში სეზონზე 53 000 ადამიანი კვდება

კორონავირუსი გრიპებს შორის ყველაზე იოლი ფორმაა, ახალი ხილია და ამის გამო არის აჟიოტაჟი წამოსული, – ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა.

შალვა ნათლაშვილმა კორონავირუსზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ შექმნილი ვითარება არ უნდა გამოიყენოს „თავისი ეკონომიკური თუ რაღაც სხვა გეგმების შესასრულებლად“.

„საქართველოს უამრავი ჭირიანობა გადაუტანია, მაგრამ ჩვენ არ გადავშენებულვართ. არავითარი სერიოზული საშიშროება ეს ვირუსი არ არის, ჩვეულებრივი გრიპია, ოღონდ ახალი სახით. ჩვეულებრივი გრიპით მარტო ამერიკაში სეზონზე კვდება 53 000 ადამიანი, ხოლო 49 მილიონმა ამერიკელმა იავადმყოფა გრიპით. ეს არის გრიპებს შორის ყველაზე იოლი ფორმა, ახალი ხილია და ამის გამო არის აჟიოტაჟი წამოსული.

ჩვენ არ უნდა გადავაქციოთ ეს რაღაც ტრაგედიად, ფსიქოზად და მით უმეტეს, მთავრობამ არ უნდა გამოიყენოს თავისი ეკონომიკური, თუ რაღაც სხვა გეგმების შესასრულებლად. ერთი-ორი კვირა და აპრილისთვის ეს პანდემია ჩაქრება და ჩვენ დავრჩებით იმ ბოსელში, რომელიც ივანიშვილმა აგვიშენა და ეს ბოსელი ჩვენი დასანგრევია. ვერავითარი პანდემია ამაში ხელს ვერ შეგვიშლის. ბევრი დაავადება არის, რომელიც იწირავს ადამიანებს, იშემიური დაავადებით წელიწადში 16 მილიონი ადამიანი კვდება და საქართველოში პროცენტულად ძალიან ბევრია ასეთი. ხელისუფლება თუ დაფიქრებულა, რომ დაეხმაროს და დადგას დეფიბრილატორები, გულის ასამუშავებელი აპარატურა ხალხმრავალ ადგილებში, სტადიონებზე, პროსპექტებზე, თეატრებში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.