შალვა ნათელაშვილი - ახლა მიდის პარტიაში მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ პარლამენტში და ავაწიოკოთ​
შალვა ნათელაშვილი - ახლა მიდის პარტიაში მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ პარლამენტში და ავაწიოკოთ​

ჩვენ არ შევედით პარლამენტში და აგვკრძალეს წაგვართვეს კომისიის წევრები, დაფინანსება, რეკლამა. ახლა რომ ვუყურებთ ამას, პარტიაში მიდის მსჯელობა, რომ ხომ არ შევიდეთ და იქ ის კომფორტი დავურღვიოთ და ავაწიოკოთ, მე რა თქმა უნდა, ამაზე თანახმა არ ვარ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, პარტიული სიის ანულირება კი მოხდა, მაგრამ მისთვის დეპუტატის მანდატი არ შეუწყვეტიათ.

„სიის ანულირება კი მოხდა, მაგრამ მე დავწერე განცხადება, მაგრამ არ შემიწყვიტეს დეპუტატის მანდატი. რა თქმა უნდა, ხელფასს არ ვიღებ. ამით დავამშვიდე ჩემი გაბოროტებული ოპონენტები ხელფასს რომ მსაყვედურობდნენ სულ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

კითხვაზე, არის შანსი, რომ „ლეიბორისტული პარტია“ შევიდეს პარლამენტში, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა: „არ ვიცი, მე ამის წარმოდგენაც კი მიჭირს, რადგანაც მოგეხსენებათ, ჩვენ პარლამენტში შესვლა იმიტომ კი არ გვინდა, რომ დავტკბეთ იქ პრივილეგიებით და სკამებზე ჯდომით, არამედ იმისათვის, რომ ჩვენი ჩვენი ქვეყანა გვეხსნა, გაჭირვებისგან, სიღატაკისგან, უმუშევრობისგან. მაგრამ ხალხმა ყოველთვის გააკეთა არჩევანი ფულიანზე მდიდარზე, ძალაუფლებით აღჭურვილზე და ამ არჩევანის შედეგებს ვიმკით. ახლა ერთი კაცის შესვლა, შეიძლება ჩემი ოცნება იყოს?“

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლის საკითხზე პარტიაში ნამდვილად მიმდინარეობს მსჯელობა.

„ასეთი მსჯელობაა პარტიაში, რადგან არ გამოდიან, არ ტოვებენ პარლამენტს. გამოვლენ, შევლენ, სად ვუყუროთ ამათ. მიდის საუბარი, რომ სიმართლე, რასაც აქ ვლაპარაკობთ შიგ პირში ვუთხრათ ბანდას“,-  განაცხადა ნათელაშვილმა.