შალვა მიქელაძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
ვაკის რაიონში, შალვა მიქელაძის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N23 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია იწყება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.
„დაგეგმილი სამუშაოების გამო, 3 ოქტომბრის 07:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება შალვა ნუცუბიძის ქუჩიდან მიქელაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ვაჟა- ფშაველას II კვარტლის N22, N23, N24 და N25 კორპუსებთან. ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N22 და N23 კორპუსებთან შესვლა შესაძლებელი იქნება ნიკოლოზ ღიბრაძის ქუჩის გავლით, ხოლო ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N24 და N25 კორპუსებთან მოხვედრა ვაჟა-ფშაველას II კვარტლის II ჩიხის საშუალებით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.