შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილი 83 კილოა, რაც მის სიმაღლესთან შედარებით, ძალიან კატასტროფული წონაა
შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილი 83 კილოა, რაც მის სიმაღლესთან შედარებით, ძალიან კატასტროფული წონაა

​საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ადვოკატებს გადასცემენ მიხეილ სააკაშვილისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული კვლევის შედეგებს.

ამასთან, როგორც შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი 83 კილოს იწონის, რაც მის სიმაღლესთან შედარებით, კატასტროფული წონაა.

„სააკაშვილმა როგორც მითხრა, მასთან ექიმები არ შესულან. როგორც ჩანს, ეს ექიმები მოსული იყვნენ და შეხვდნენ „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალს. რაც შეეხება მის კვლევებს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა, ჩაგვბარდება და გადავუგზავნით ჯეიმს კობის. თვითონ ამბობს, რომ განმეორებით MRI კვლევა არ ჩატარებია. ასევე მე დავაფიქსირებინე წონა. წონაში არის 83,6 გრამი, რაც მისთვის, სიმაღლესთან შედარებით, ძალიან კატასტროფული წონაა. ექთანსაც ვთხოვე, ყოველდღიურად მოხდეს მისი აწონვა და მონაცემის შეტანა ავადმყოფობის ისტორიაში. სააკაშვილს უთხრეს, რომ ანთებითი პროცესები არის ზედა და ქვედა მარცხენა სახსარში. მიმდინარეობს კვლევა, ხომ არ არის ეს ტუბერკულიოზიდან გამოწვეული“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.