შალვა კერესელიძე ირაკლი ღარიბაშვილს - სირცხვილი და თავის მოჭრა, თუ საგარეო პოლიტიკას დღეს ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობა“ გისაზღვრავთ
სირცხვილი და თავის მოჭრა, თუ საგარეო პოლიტიკას დღეს ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობა“ გისაზღვრავთ, – განაცხადა შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.
„თქვენ ბრძანეთ, რომ ისინი ევროპარლამენტში კარდაკარ დადიოდნენ და დეპუტატებს არწმუნებდნენ არ მიეცათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. რატომ არ დადიოდით პირადად თქვენ, რატომ არ დადიოდა საქართველოს მთავრობა, მინისტრები, რატომ არ მუშაობდით უფრო მეტად და არ არწმუნებდით პარლამენტარებს, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღოთ. სანამ ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა ბრძანებდით, რომ ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა და დღეს, ამას უკვე ისტორიული გადაწყვეტილება უწოდეთ“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.