შალვა კერესელიძე - არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ სიმართლის ბოლომდე დამტკიცება ვერ შეძლო
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ის, რაც მოხდა. უფრო მეტიც, „ქართულმა ოცნებამ“ იმ პროცენტის, რაც რეალურად აიღო, სიმართლის ბოლომდე დამტკიცება ვერ შეძლო, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა ძალამ არსებული პოლარიზაცია უნდა განმუხტოს.
როდესაც ხარ მმართველი ძალა და ხელისუფლება, კეთილი უნდა ინებო და ეს პოლარიზაცია, რაც დღეს მოსახლეობაშია, უნდა განმუხტო. ჩვენს მოქალაქეებს ნაკლებად აინტერესებს ერთპროცენტიანი, სამპროცენტიანი თუ ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება. ხალხს უჭირს, ძალიან დიდი სიდუხჭირეა და ამ კინკლაობაში ჩართვას, სჯობს, ამ პანდემიის ჟამს ქვეყანას მივხედოთ. ჩვენი გუნდი მზადაა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც და საპარლამენტო არჩევნებისთვისაც – მზად ვართ, ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა კერესელიძემ.